Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არმენ გრიგორიანი თეთრ სახლში შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ თანაშემწეს ფიონა ჰილს
2019-05-16 12:27:25

არმენ გრიგორიანი თეთრ სახლში შეხვდა დონალდ ტრამპის სპეციალურ თანაშემწეს ფიონა ჰილს
დაიწყო უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ აღინიშნება მისი პრესსპიკერის მიერ გაცხადებულ პრეს-რელიზში.

უშიშროების საბჭოს მდივანი თეთრ სახლში შეხვდა აშშ- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ თანაშემწეს და აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხებით უფროს დირექტორს  ფიონა ჰილს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, როგორც თანათავმჯდომარე ქვეყნის, როლს ყარაბაღის საკითხის სამშვიდობო მოგვარების პროცესში. სპეციალურმა თანაშემწე ჰილმა თავის მხრივ ხაზგასმით აღნიშნა სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა სხვადასხვა დონეზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხურ-ამერიკული ურთიერთობების საკითხები, საინვესტიციო და ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები.
ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთში განხორციელებულ დემოკრატიულ პროცესებსა და პოლიციის რეფორმაში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ  გაუსვეს ხაზი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების მნიშვნელობას მხოლოდ მშვიდობიანი გზით.