Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთ-ყაზახეთის ურთიერთობები მეგობრობისა და თანამშრომლობის ნათელი მაგალითებია. გაიმართა პრეზიდენტების სარგსიანისა და ტოკაევის შეხვედრა
2019-05-16 12:43:48

სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში მყოფ სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანს შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. როგროც იუწყებიან სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, არმენ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-ყაზახეთის ურთიერთობები მეგობრობისა და თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა განიხილა  ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ისინი შეეხნენ როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ასევე კუხო- ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს ყაზახეთის სომხური სათვისტომოს როლს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად დადგენილი მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებისა და განვითარების კონტექსტში. პრეზიდენტმა ტოკაევმა აღნიშნა, რომ სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენლებს  საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.