Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისი ეკუთვნის აზერბაიჯანულ კულტურას..... აზერბაიჯანს მადა ეზრდება
2019-05-17 16:21:23

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ განაცხადა, რომ თბილისი ეკუთვნის…. აზერბაიჯანულ კულტურას. News.am- ის უწყებით, განცხადების მიზეზად იქცა დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომელსაც აზერბაიჯანელები "კეშიკჩიდაღ"- უწოდებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ონლაინ"- იუწყება, რომ "აზერბაიჯანელი ხალხი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი ეთნიკური ქვეყანაა, მათ შორის, თანამედროვე აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო. თანამედროვე ქალაქი თბილისი, დასავლეთით მდებარე ალბანეთის ხეობა და მიმდებარე ტერიტორია ადრე იბერიის ნაწილი კი არ ყოფილა, არამედ თავდაპირველად სკვითებს ექვემდებარებოდა, ხოლო შემდეგ შედიოდა ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში".

"ის ტერიტორია, რომელზეც დღეს პრეტენზიას აცხადებთ, იყო ალბანეთის სახელმწიფოს ნაწილი, თბილისის საემიროს მიწა. თბილისის საემიროში, რომელიც 300 წელზე მეტხანს არსებობდა, აზერბაიჯანელმა ერმა თავისი ძველი კულტურა შეიტანა", - ნათქვამია განცხადებაში. ამ დოკუმენტის ავტორებმა გადაწყვიტეს ამით არ დაკმაყოფილდნენ. როგორც ირკვევა, ქართველმა მეფემ დავით IV–მ და თამარ მეფემ წარმატების მიღწევა აზერბაიჯანის გარეშე ვერ შეძლეს.

მეტიც, აზერბაიჯანელი აკადემიკოსები საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ვიზიტს რეგიონში აფასებენ, როგორც მეგობრული აზერბაიჯანისა და საქართველოს წაჩხუბების მცდელობას.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანელები პერიოდულად პრეტენზიას აცხადებენ სომხეთისა და კერძოდ ერევანის ტერიტორიის მიმართაც.