Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი “ვარდტონი“ გაიმართა
2019-05-20 10:00:35

19 მაისს, თბილისში საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი "ვარდტონი" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა და საელჩოს თანამშრომლებმა. წელს 105-ე "ვარდტონი" აღინიშნა. პირველად იგი 1914 წელს ჰოვანეს უმანიანისა და გევორგ ბაშინჯაღიანის ინიციატივით გაიმართა.

"ვარდტონი 2019" თბილისის თოჯინების თეატრის მარიონეტული სპექტაკლით (დამფუძნებელი არმენ ჰოვანისიანი) "იყო და არა იყო რა, იყო ერთი საიათნოვა" დაიწყო. მონაწილეობა მიიღეს ასევე ადგილობრივმა ცეკვის ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

საიათნოვას მიეძღვნა ასევე 18 მაისს, ზეიმის ფარგლებში გამართული თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის მონოსპექტაკლის "პოეტის აღსარება " პრემიერა. საიათნოვას როლი შეასრულა გენრიხ პეტროსიანმა.