Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების დროა. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 14:25:21

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში ქირურგიული ჩარევის ჩატარების აუცილებლობაა. დღევანდელი კონსულტაციების დროს სრ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: ,,უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სომხეთში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მოვლენებს, რომელთა შედეგად ქვეყანაში დამკვიდრდა ხალხის ნდობის მქონე და ლეგიტიმიური ხელისუფლება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ხალხის ნდობის მქონე და ლეგიტიმიური ეროვნული კრება, ანუ საკანონმდებლო მთავრობა. მაგრამ ბოლო ერთი წლის მოვლენები გამუდმებით გვიჩვენებენ, რომ სომხეთში როგორც არ იყო,  ასევე არ არის ხალხის ხელისუფლების მქონე სასამართლო ხელისუფლება, და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა გამუდმებით იწვევს ღელვას ჩვენს საზოგადოებაში".
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის არაადეკვატურია. სომეხი ხალხი  მართლმსაჯულებას აღიქვამს, როგორც ყოფილი კორუმპირებული სისტემის ნარჩენს, სადაც მუდმივად იგეგმება და ხორციელდება შეთქმულება ხალხის წინააღმდეგ.
სრ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სიტუაცია ამიერიდან შეუწყნარებელია.

"ჩვენ ვერ შევეგუებით ამ სიტუაციას, რადგან ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ნორმალურ ცხოვრების საკითხი. ეს  შემდგომი ეკონომიკური განვითარების საკითხიცაა, რადგან არასამართლიანი სასამართლო სისტემა უბრალოდ დაბრკოლებაა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხში.
და, ძვირფასო კოლეგებო, დროა სასამართლო სისტემაში ჩატარდეს  ქირურგიული ჩარევა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.