Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მოსამართლეები, რომლებსაც განაჩენი გამოჰქონდათ მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევით, უნდა გადადგნენ. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-20 15:02:22

სომხეთში უნდა იყოს არა მარიონეტული, არამედ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც დაეფუძნება კანონის უზენაესობას, რომელიც დააკმაყოფილებს ცივილიზებული სამყაროს მოწინავე სტანდარტებს. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

"სომხეთში მოქმედი ყველა მოსამართლეები, გამონაკლისის გარეშე, უნდა უნდა დაექვემდებარონ ეგრეთ წოდებულ ,,შემოწმებას“. სხვა სიტყვებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მოსამართლის პოლიტიკური ურთიერთობების და წარმოშობის, ქონების, მოსამართლის სტატუსში და წინა პერიოდში გავრცელებული საქმიანობის ინდუვიდუალური და პროფესიონალური თვისებების შესახებ. მეორე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დამტკიცებული მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევებით განაჩენების ავტორი ყველა მოსამართლე უნდა გადადგეს, გადამდგარი ან გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. მესამე, ყველა მოსამართლე, რომლებმაც იციან რომ ისინი ვერ იქნებიან ობიექტური და მიუკერძოებელი მოსამართლეები უნდა გადადგნენ, რითაც სამსახურს გაუწევენ სომხეთის რესპუბლიკას და მის ხალხს"განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სრ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების დანერგვა სომხეთისთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა. ჩვენ 1-2 თვის განმავლობაში უნდა შევაჯამოთ ბოლო 7-8 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით შესრულებული ჩვენი სამუშაო.