Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხებმა შემოინახეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ლოცვების წიგნი. Iran Front Page-ის მიმოხილვა
2019-05-20 15:00:15

ირანულმა ჟურნალმა Iran Front Page-მა განიხილა ქალაქ ისპაჰანის წმინდა მაცხოვრის მონასტერში დაცული  მსოფლიოში ყველაზე პატარა ლოცვების წიგნი, რომელიც სომხებმა შემოინახეს.

წყარო აღნიშნავს, რომ ახალი ჯუღას უბანში მდებარე მონასტერი  ირანის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეკლესიაა და რეგიონში არსებულ  ქრისტიანულ სტრუქტურათაგან ყველაზე ტიპიურია.

1606 წ. აშენებული მონასტრის ეზოში მოქმედებს მუზეუმ-ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 700-ზე მეტი ხელნაწერი სომხურ და შუა საუკუნეებში გამოყენებულ სხვადასხვა ენებზე. გარდა ამისა, აქ არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიბლიებიდან რამდენიმე.

ამ წმინდა ჩანაწერებთაგან ერთ-ერთი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სომეხი მინიატურების მხატვართა მიერ შექმნილი ყველაზე პატარა ლოცვების წიგნი, რომელიც 14 გვერდიანია და მხოლოდ 0.7 გრამს იწონის. იგი შეიცავს სხვადასხვა ენებზე დაწერილ „მამო ჩვენოს“ ვარიანტებს.