Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში არ შეიძლება იყოს სასამართლო, რომელიც ხალხის ნდობით არ სარგებლობს: ფაშინიანმა წარმოადგინა მისი მოწოდების აზრი და მიზანი
2019-05-20 16:16:56

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა  ნიკოლ ფაშინინმა კომენტარი  გაუკეთა 20 მაისს დილით სომხეთის ყველა სასამართლო დაწესებულების  შესასვლელების გადაკეტვის მიზანს.  სასამართლო სისტემის შესახებ  მის მოწოდებაში  სრ პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ილაპარაკა იმის შესახებ, რომ  ამ აქციის აზრი მდგომარეობს შემდეგში - სომხეთში არ უნდა იყოს ისეთი სასამართლო სისტემა, რომლებსაც არ გააჩნიათ მოქალაქეების ნდობა.

 „წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც  ყველაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს, როგორც შეურაცხყოფას, რადგანაც  სასამართლო განაჩენი გამოაქვთ სომხეთის რესპუბლიკის, ესე იგი სომხეთის რესპუბლიკის  ხალხის სახელით და ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მხოლოდ ისეთმა პირებმა,  რომლებსაც გააჩნიათ ხალხის სახელით ლაპარაკის ინსტიტუციონალური უფლება“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა სრ მოქალაქეებს 20 მაისს დილის 08:30 საათზე გადაეკეტათ რესპუბლიკის სასამართლოების შესასვლელი და გამოსასვლელი გზები. მოქალაქეებმა მისი მოწოდებისდამიხედვით გადაკეტეს სასამართლოების შესასვლელ-გამოსასვლელები.