Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თურქმა საქონლის ქურდებმა სასტიკად სცემეს ხანდაზმული სომეხი
2019-05-21 14:28:01

ჯავახეთის თურქეთთან მოსაზღვრე სოფელ კარწახში ბოსელის მცველ სარგის გასპარიანის მიმართ ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა.

ინციდენტი მოხდა 19–დან 20 მაისს, ღამით. მცველის ცნობით, ქურდები ვაგონ–სადგომში შემოიჭრნენ.

"მათ ესროლეს ძაღლს, მე თოფის კონდახი ჩამარტყეს, რაღაც შემასხეს თვალებში და ხელები თოკით შემიკრეს, ხელბორკილები დამადეს, პირი გამიკრეს და წავიდნენ. ისინი თურქულ ენაზე ლაპარაკობდნენ ", - განაცხადა გასპარიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში.

Nor.ge- ცნობით, მცველმა თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე შეძლო მოპარული საქონლის დაბრუნება, მაგრამ ქურდები ამ დროს უკვე მიიმალნენ.

აღინიშნება, საქართველოს სასაზღვრო სოფლებში პირუტყვის ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის, ამასთან ყველა შემთხვევაში პირუტყვი თურქეთის საზღვრისკენ მიჰყავდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.