Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვედრა ჰქონდა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან
2019-05-21 15:48:37

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე,  UN Women–ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოსა რეგნერი. როგორც იუწყებიან სრ სსს–დან, მინისტრმა მნაცაკანიანმა წარმოადგინა გენდერული თანასწორობის დაცვისა და ქალთა პრიორიტეტების მიმართულებით სომხეთის მიღწევები ამ ბოლო ხანებში და ხაზგასმით აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა უფლებებს მთავრობის დღის წესრიგში. მინისტრმა ისაუბრა ამ საკითხების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზებზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო 2020-2021 წლებში გაეროს ქალთა სტატუსის  კომისიაში სომხეთის თავმჯდომარეობას,  ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და ადამიანის უფლებათა საბჭოში, ევროპის საბჭოში, ეუთოში, ფრანკოფონიის ორგანიზაციაში სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს.

მათ გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ფორმატებში ქალთა უფლებებთან დაკავშირებით სომხეთის მიმდინარე საქმიანობის და განხორციელებული  პროგრამების გარშემო.

ოსა რეგნერმა  UN Women-ის
სრული მხარდაჭერა გამოხატა ქალთა უფლებების სფეროში სრ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმართ და წარმოადგინა მთელი რიგი წინადადებები თანამშრომლობისათვის.