Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს აზერბაიჯანთან სადავო საზღვრის საკითხს ბაქოში განიხილავენ
2019-05-23 12:59:31

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ოფიციალური სხდომა ბაქოში 23–24 მაისს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости Грузия საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდანაზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ხალაფ ხალაფოვი.

სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარეების პირველი სამუშაო შეხვედრა 14 მაისს ბაქოში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შესაბამისი კომისიების მიერ უკვე შეთანხმებულია და ეუთანხმებელ უბნებზე მხარეების პოზიციების შესაჯერებლად აქტიური კომუნიკაციის აღდგენაა აუცილებელი.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა, მაგრამ ეს კომისია დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავითგარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთიდავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერიდავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.