Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ილაპარაკა კუხოს ქვეყნების მიერ აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის თაობაზე
2019-05-23 13:47:35

სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ  მნაცაკანიანმა ბიშკეკში შემდგარი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომისას გამოთქვა აღშფოთება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანა აზერბაიჯანთან იარაღით ვაჭრობს.

როგორც ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს  სომხეთის საგრეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრმა აღნიშნა: „ კუხოს ზოგიერთი ქვეყნის მიერ აზერბაიჯანისათვის იარაღის მიყიდვის საკითხი მეტად მტკივნეულია და ის უარყოფითად მოქმედებს როგორც ორგანიზაციის ავტორიტეტზე, ასევე  თანამშრომლობის ატმოსფეროზეც. იმედი მაქვს, ეს აზრი გათვალისწინებული იქნება და   დასახული იქნება შესაბამისი ღონიძიება იმისათვის, რომ კუხოს წევრ ქვეყნების მიმართ ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენების მუქარას ბოლო მოეღოს“.