Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია ჩვენთვის მეტად მგრძნობიარე საკითხია: ზოჰრაბ მნაცაკანიანი
2019-05-23 14:01:29

სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია სომხეთისათვის მეტად მგრძნობიარე საკითხია. სომხეთს არ შეუძლია არ გამოეხმაუროს იმ ტანჯვასა და წამებას, რასაც დღეისათვის განიცდის სირიელი ხალხი და მათ შორის სირიაში მცხოვრები სომხური სათვისტომო.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა ბიშკეკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე.
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ  ახლო აღმოსავლეთში არსებული მოვლენების განვითარებას, ისევე როგორც იქ მიმდინარე ქმედებებში თურქეთის ჩართვას“- ხაზი გაუსვა სრ სს მინისტრმა და დაუმატა, რომ თურქეთს სომხეთთან არ აქვს ურთიერთობა და ამ სახელმწიფოს  მთიანი ყარაბაღის საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომა საშიშროებას ქმნის არა მარტო სომხეთისათვის, არამედ მთელი ორგანიზაციისთვისაც.
ირანის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ  ირანის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია სომხეთის უსაფრთოების კომპლექსური უზრუნველყოფისათვის.