Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მამუკა ბახტაძე - საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე
2019-05-23 14:23:10

  

"საქართველოში სიღარიბესთან ბრძოლა გადის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ზრდაზე", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ახალგაზრდა ფერმერების მოსაზრებების გაზიარება, იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, სახელმწიფოს მხრიდან რა კეთდება სწორად და რა შეცდომებია ამ მიმართულებით.

„მე ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. მხოლოდ ადმინისტრაციული გზით ის შედეგი არ გვექნება, რომელიც გვსურს. საქართველოს მსგავსი გამოცდილება ჰქონდა და მე მსურს, ეს ყველაფერი ისტორიას ჩავაბაროთ. მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, თქვენგან მიღებული იდეებით, კრიტიკით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ სხვადასხვა რეფორმა განვახორციელოთ იმ გზით, რომელიც ყველაზე კარგად იქნება მორგებული თქვენს ინტერესებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში ახალგაზრდა მეწარმეების და ფერმერების წახალისება მოხდეს.