Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩინეთის ხელმძღვანელობა მზადაა ბაზარი გაუხსნას სომხეთის საქონელს. ფაშინიანი.
2019-05-23 15:52:02

ჩინეთის ხელმძღვანელობა მზადაა სომხურ საქონელს გაუხსნას ჩინური ბაზარი,   ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე  და კომენტარი გაუკეთა ჩინეთში მისი სამუშაო ვიზიტის შედეგებს.

"ჩსრ–ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაინტერესება არსებობს სომხური პროდუქტების: ღვინის, სხვა ალკოჰოლური სასმელების, სურსათის ჩინურ ბაზარზე მისაწვდომად გახდომის საკითხით", - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის გამო პოტენციური უქსპორტიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ მთავრობასთან ჩინეთის საბაზრო პირობების შესახებ შესაძლო განმარტებების მიღებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი სომხეთის სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. 2018 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 107 მილიონი დოლარი შეადგინა.