Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გადამზადდება სამი ათასი IT-ინჟინერი, რაზეც სამი მილიონი დოლარი დაიხარჯება
2019-05-24 11:17:56

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სამი ათას პროფესიონალ IT-ინჟინერს საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისად გადაამზადებს, განაცხადა უწყების თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის პროგრამის შესაბამისად, გადამზადება ორ წელიწადს გაგრძელდება. გადამზადების კურსის გავლის შემდეგ IT-ინჟინრები საერთაშორისო, მათი მაღალი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ ეს შრომის საერთაშორისო ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის. სამი ათასი IT-ინჟინრის გადამზადებისთვის სამი მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი.

ამჟამად ქვეყნის მშპ-ში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის წილი მცირეა, რადგან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ინტერნეტის მეშვეობით უცხოურ კომპანიებზე მუშაობენ და მათი რეგისტრაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ინოვაციების ბიუჯეტი დღეს 15 მილიონი ლარია. მომავალ წელს, სულ მცირე, გაორმაგდება, რადგან მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში 23 მილიონი დოლარია გამოყოფილია, რათა პროცესები დაჩქარდეს", – განაცხადა კასრაძემ პირველი არხის ეთერში.

ქართველმა სპეციალისტებმა შვეიცარიულ კომპანიებთან ერთად ჩაატარეს კვლევა, რათა საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გაეგოთ.

ორ წელში უნდა მივიღოთ სამი ათასი ადამიანი, რომლებიც ამ ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებენ. არითმეტიკულად რომ დავითვალოთ, დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიის პროფესიონალ ინჟინერს საშუალო ხელფასი აქვს თვეში სამი ათასი ლარი. ეს საქართველოს პირობაზე. ვინც უცხოურ კომპანიაზე მუშაობს, ბევრად მეტი. აღნიშნულ ოდენობაზე რომ დავითვალოთ, საინფორმაციო ტექნოლოგიის სამი ათას ინჟინერს წლიურად 90 მილიონი ლარის შემოტანა შეუძლია ქვეყანაში", – განმარტა კასრაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნა. სააგენტო მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ სფეროს ხელშეწყობა. სააგენტო ხელს უწყობს სამეწარმეო და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.

IT-ტექნოლოგიების სფერო აერთიანებს მრავალი პროფესიის წარმომადგენლებს: პროგრამისტებს, ქსელის ადმინისტრატორებს, მოდერატორებს, სამუშაო ტექნიკის სპეციალისტებს, საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტებს, web-დიზაინერებს და 3D-ანიმატორებსაც კი.