Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება
2019-05-24 12:00:20

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში დღეს გაგრძელდება. კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიასა და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება, ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.

ლაშა დარსალიამ ბაქოში გუშინდელი კომისიის მუშაობასა და განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომისიების შეხვედრა არ გამართულა. ახლახანს მოხდა კომისიების განახლება. წინა კვირას გაიმართა უშუალოდ ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რომელზეც შეთანხმდა კომისიის მუშაობის დეტალები და გრაფიკი. 1996 წლიდან მიმდინარეობს ეს მუშაობა, ორი მესამედი არის შეთანხმებული, შესათანხმებელიამთელი საზღვრის პერიმეტრის ერთი მესამედი. მათ შორის არის დავით გარეჯის მიმდებარედ სასაზღვრო ზოლი, ასევე სხვა სასაზღვრო ზოლები, რომლებზეც არ არის კომისია ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე – როგორია მოლოდინები, აზერბაიჯანის პოზიცია, ასევე თუ განიხილეს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ დავით გარეჯთან მძიმე ტექნიკაა, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა.

„როცა დასრულდება შეხვედრები მას შემდეგ გვეცოდინება. ახლა განახლდა მუშაობა და რაღაც კონკრეტიკაზე რთულია ლაპარაკი. ახლა პირველ რიგში მიმდინარეობს პოზიციების განახლება, პოზიციების დაზუსტება მხარეების მიერ და საკუთარი არგუმენტების წარდგენა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც სამუშაოები მიმდინარეობს აზერბაიჯანის კონტროლირებად მხარეს და მოვითხოვეთ სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რასთან არის დაკავშირებული. ეს არ არის მთავარი მიმართულება. მთავარი მიმართულებაა, რომ ვმსჯელობთ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ერთი რაღაც, რაც ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ინტერესებიდან და არანაირი სამუშაოები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც, სადავო ტერიტორიებზე საქართველოს თანხმობის გარეშე ცალსახად ვერ განხორციელდება. ვნახოთ, დაველოდებით, რა დეტალები იქნება მოწოდებული და იმის მიხედვით დავსახავთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

კითხვაზე – გავრცელებულ კადრებში სად მიმდინარეობს სამუშაოები, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ სადავო ტერიტორიაზე, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ან თუნდაც სადავო მონაკვეთზე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება საქართველოს თანხმობის გარეშე.

„საკითხი არის რთული, იმიტომაც არის, ამდენი წელია, რომ გრძელდება და ჩვენ ცალსახად ამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან, რაც მათ შორის გულისხმობს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლონ შეთანხმება და ერთიანი პოზიციის შეჯერება აღნიშნულ საკითხებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.