Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მთავრობისთვის პრინციპულია სომხეთში ეროვნული, რელიგიური უმცირესობების იდენტურობის შენარჩუნების გარანტია. ნიკოლ ფაშინიანი.
2019-05-24 14:00:53

რელიგიის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებაა. სომხეთის ყურადღების ცენტრშია რელიგიის, რწმენის, სინდისის თავისუფლება, ქვეყანაში პრინციპულია ეროვნულ, რელიგიური უმცირესობების იდენტობის შენარჩუნების გარანტიებ უზრუნველყოფა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინანმა განაცხადა ერევანში ჩატარებულ სომხეთში, საქართველოში, მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

"რელიგიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისუფლებაა და ის დაკავშირებულია ყველა იმ ღირებულებებთან, რომლებიც საყოველთაოდაა აღიარებული დღევანდელი კაცობრიობის მიერ - ეს იქნება დემოკრატია, გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებები თუ თავისუფლებები. ამ მხრივ, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც მართლაც მხარს უჭერს რელიგიის, რწმენის, სინდისის თავისუფლებას. ახალი სომხეთი, კიდევ უფრო მეტად ერთგულია ამ ფასეულობებისადმი.  ის ფაქტი, რომ დღეს სომხეთის ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს თავი სრულყოფილ მოქალაქეებად მიაჩნიათ, ეს ჩემი ნათქვამის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებაა.

ჩვენთვის პრინციპულია საკითხი, რომ სომხეთში ეროვნულ, რელიგიურ უმცირესობებს ჰქონდეთ გარანტირებული საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და განვითარებისა და  საკუთარი იდენტობი სიამაყის საშუალება ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.