Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კანონპროექტი უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციის შესახებ გაგზავნილი იქნა საერთაშორისო ექსპერტიზისათვის
2019-05-24 15:31:01

სრ  მთავრობამ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მხრივ დამუშავებული კანონპროექტი უკანონო გზით შეძენილი ქონების კონფისკაციის შესახებ გადაგზავნილი იქნა საერთაშორისო ექსპერტიზისათვის. ამის შესახებ საპარლამენტო მოსმენებზე „გარდამავალი მართლმსაჯულების შესახებ“ განაცხადა  იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ანნა  ვარდაპეტიანმა.

„ამ მომენტისათვის პროექტი გადაეგზავნა საერთაშორისო  ორგანიზაციებს შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება ის  საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის დაბრუნების შემდეგ სამუშაო ჯგუფში  ჩატარდება განხილვები, რომლის შემდეგაც ის  წარდგენილი იქნება საჯარო განხილვისათვის“, - თქვა ვარდაპეტიანმა.