Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრს
2019-05-27 11:05:50

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მისალოცი გზავნილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.  „სულითა და გულით მოგილოცავთ თქვენ და მოძმე  ქართველ ხალხს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებთ,  საუკუნეების სიღრმიდან მომავალი სომხურ-ქართული ურთიერთობები მუდამ გამოირჩეოდა  ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთნდობით, რაც მტკიცე საფუძველს გვიქმნის  დღეისათვის ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განსამტკიცებლად“ , - ნათქვამია გზავნილში.

ამ მიმართებით მეტად  დადებიტად ვაფასებ  ჩვენს შეხვედრებსა და განხილვებს, რაც მართლაც ახალ შინაარსსა  და ელფერს აძლევს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას.  იმედი მაქვს, რომ  სომხურ-ქართული ურთიერთობების მაღალი დონე კვლავაც გაგრძელდება  ჩვენი ხალხების ინტერესების დასაცავად. გისურვებთ ახალ ახალ წარმატებებსა და უამრავ სიკეთეს, მოძმე ქართველ ხალხს კი -  წინსვლასა და კეთილდღეობას“, -  ნათქვამია გზავნილში.