Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა და ნურსულთან ნაზარბაევმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას
2019-05-29 13:35:00

სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში მყოფი სრ პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დედაქალაქ  ნურ-სულთანში შეხვდა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს.
როგორც გვაცნობეს სრ მთავრობიდან, ნურსულთან ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ  ყაზახეთსა და სომხეთს შორის არასდროს რაიმე პრობლემა არ არსებულა. „ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა გაიზარდა, მაგრამ ცუდი ლოგისტიკური პირობების გამო ის ზარალს განიცდის. ჩვენ ბევრი რამის გაცვლა შეგვიძლია.  
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებობს კარგი პოლიტიკური კავშირი. „სამწუხაროდ, ეკონომიკის სფეროებში გვქვს მცირე მოცულობანი, რისი გამოსწორებაც  21- ე საუკუნეში შექმნილი მუშაობის პირობების გათვალისწინებით სრულიად შესაძლებელია“.  
ნიკოლ ფაშინიანმა  და ნურსულთან ნაზარბაევმა აზრი გაცვალეს სომხეთისა და  ყაზახეთის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროების ირგვლივ. შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  დარეგულირების საკითხს. ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  შენარჩუნების აუცილებლობას.