Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის ეფექტური მონაწილეობით: ნიკოლ ფაშინიანი
2019-05-29 18:06:10

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მე-5-ე წლისთავს.
როგორც გვაცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ნიკოლ ფაშინიანმა თავის  გამოსვლაში  აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მაქსიმალური ეფექტური მონაწილეობით.

დღის წესრიგის თემებზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: "სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. ჩვენ განზრახული გვაქვს ვაწარმოოთ მოლაპარაკებებ სინგაპურთან, სერბეთთან, ეგვიპტთან, ისრაელთან და ინდოეთთან.  ხელშეკრულება ირანთან კი უკვე რატიფიცირებულია სომხეთის ეროვნული ასაბლეის მიერ“.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი აქტიურად მონაწილეობს და მხარს უჭერს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ციფრული დღის წესრიგის შექმნისა და განხორციელების პროცესს. ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაერთიანების საერთო ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაში, რომელიც საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს გააღრმაონ თანამშრომლობა თანასწორობის, ორმხრივი და სამართლიანი კონკურენციის საფუძველზე, ელექტროენერგიის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე.