192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-22 16:00:06
საზოგადოება
არმენ სარგსიანი ყაზახეთის პრეზიდენტის მოწვევით ევრაზიის მედია ფორუმს დაესწრება
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწვევით, სომხეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ალმათიში ევრაზიის მედია ფორუმის გახსნაზე, რომლის სახელწოდებაა "დეგლობალიზაცია, ახალი მსოფლიო ლანდშაფტი". სრ პრეზიდენტის აპარატის უწყებით, არმენ სარგსიანი იყო ევრაზიის მედია ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ევრაზიის მედია ფორუმი ყაზახეთში 15 წელზე მეტია რაც ტარდება. ეს გახლავთ პრესტიჟული პლატფორმა დიალოგისთვის ევრაზიულ რეგიონში. ყოველწლიურად, ფორუმი აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს, მათ შორის, პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, ნობელის ლაურეატებს, ბიზნესმენებსა და ექსპერტებს.
2019-05-22 14:30:01
სპორტი
ყველას სურს ფეხბურთიდან რასიზმის აღმოფხვრა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. პირს მორგანი მხითარიანის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ
სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანის გადაწყვეტილებამ, ბაქოში გასამართ ევროპის ლიგის ფინალში არ მიიღოს მონაწილეობა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია საერთაშორისო მედიაში და ჟურნალისტებს შორის. ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირს მორგანმა "ტვიტერის" თავის მიკრობლოგში კიდევ ერთხელ განიხილა მხითარიანის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია. "ყველას სურს ფეხბურთიდან რასიზმის აღმოფხვრა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ. ჰენრიხ მხითარიანი ფინალში ვერ ითამაშებს, რადგან ის სომეხია. სამარცხვინოა. "
2019-05-22 13:00:54
ანალიტიკური
მინისტრის მოადგილე: ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტი წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვისთვის
ახლო მომავალში ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტი წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვისთვის, რომლის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ეფექტური წინადადება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩიკიანმა განაცხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გარდამავალი ინიციატივების ოფისის მოწვევით სომხეთში მყოფ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მონიტორინგის საერთაშორისო ექსპერტ მეთიუ მიურეის ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრისას.