Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროპის საბჭოს მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა სომხეთს
2019-05-30 11:55:39

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდსა და სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის ბოლო ხანებში შემდგარი სატელეფონო საუბრისას გადაწყდა, რომ სომხეთში გამოგზავნილ იქნას მაღალი დონის დელეგაცია, რომელიც ერევანში ჩამოვა 30-31 მაისს. ამის შესახებ იუწყებიან ევროპის საბჭოდან.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის, ვენეციის კომისიის, GRECO ანტიკორუფციული ჯგუფის, ევროპელი მოსამართლეების საკონსულტაციო საბჭოსა და მართლმსაჯულობის ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) წარმომადგენლები, აგრეთვე  ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის წარმომადგენლები.

ვიზიტის დღის წესრიგში შედის შეხვედრები სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე  არარატ მირზოიანთან, იუსტიციის მინისტრ არტაკ ზეინალიანთან, ისევე როგორც ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ხელისუფლებასთან.

განიხილება სომხეთში რეფორმის პროცესი, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო სისტემის რეფორმა.