Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს წინადადებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში
2019-05-31 13:07:00

ეუთო-ს მინსკის  ჯგუფის თანათავმჯდომარეები  რეგიონში ვიზიტის შემდეგ გამოვიდნენ განცხადებით:
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი(რუსეთი), ენდრიუ შეფერეი (აშშ),  სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი), ისევე როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ანდრეი კასპრჩიკი რეგიონში იმყოფებოდნენ შეხების ზოლსა და საერთაშორისო საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ისევე როგორც  29 მარტს ვიენაში ჩატარებული აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელმძღვანელთა და 15 აპრილს მოსკოვში შემდგარი  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის  კონსულტირებისათვის.
თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს მოქმედების  გარკვეული გეგმა, რაც მოიცავს ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროებს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ეს წინადადებები და ამ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება ამ წინადადებების დაწვრილებითი მხარეების გაცნობის მიზნით.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გულისტკივილი გამოთქვეს ამ უკანასკნელ ხანებში არსებული დანაკარგების გამო და მოუწოდეს მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ესკალაციას.