Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სრ პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს შესთავაზა ჩაერთოს სასამართლო სისტემის რეფორმების პროცესში
2019-05-31 15:21:59

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს  ნიკოლ ფაშინიანს სამუშაო სადილი  ჰქონდა  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორ ქრისტოს ჯაკუმოპულოსთან  და  ევროსაბჭოს სხვა მაღალი  რანგის  წარმომადგენლებთან.
როგორც იუწყების სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან,  დელეგაციის მიზანია დახმარება გაუწიოს სომხეთს სასამართლო სისტემის რეფორმების ჩატარების პროცესში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდთან მიღწეული შეთანხმებების  საფუძველზე. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო  სფეროში რადიკალური ცვლილებები არის პრიორიტეტული პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში სრული დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა.
როგორც ქრისტოს ჯაკუმოპულოსმა თქვა,  ევროპის საბჭო მზადაა ითანამშრომლოს სომხეთის მთავრობასთან რეფორმების გატარებისას,  ევროპის საბჭოს მთლიანი პოტენციალის ინვესტირებით.