Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შსს–მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
2019-06-03 00:07:58

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურეს, ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება .. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბისუბუტექსი“, „კოდეინისშემცველი 590 აბი, 38,471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18,21 გრამიმდმა“, 170 აბიტრამადოლიგაანადგურა. ასევე დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

უწყების ცნობით, ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.