Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ღვინით აშენებული სახლის ისტორია
2019-06-04 18:41:11

მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ სახლს საკუთარი ელექტრო და წყალმომარაგება ჰქონდა, საკუთარი გათბობის სისტემა, სატელეფონო ქსელი, საბავშვო ბაღი, კინოთეატრი, ფოტოსალონი, სამხატვრო გალერეა, ბაღი შადრევნითა და ეგზოტიკური მცენარეებით. საქართველოში ეს პირველიშემოსავლიანი სახლიუნიკალური იყო თავისი ინფრასტრუქტურით.

შენობის მაღალი, ფართოვიტრინებიანი პირველი სართული ქვით არის რუსტრირებული, ხოლო მეორე და მესამე სართულები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. შენობის გარე ფასადის დეკორატიული სამკაულიქვის კვეთილი გირლანდები და სკულპტურული რელიეფებიც მოდერნის სტილშია შესრულებული. მათი ავტორი ჩეხი მოქანდაკე . ნოვაკი გახლავთ.

ნაგებობას სწორხაზოვანი და მორკალული ფორმის კარნიზები აგვირგვინებს. . ჯავახიშვილის ქუჩის კუთხეზე გამავალ ნაწილს ორი მცირე გუმბათი ასრულებს.

სახლის უკანა მხარე მთლიანად თბილისური ტრადიციული ხის აივნებითაა შემკული, რაც ამ ისტორიული ძეგლის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ქვის სამგლოვიარო გვირგვინები შენობის გუმბათებზე კი მოგვიანებით გაჩნდა. ისინი აზარიანცის 25 წლის გარდაცვლილი ქალიშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ გარდაიცვალა.

ლეგენდის თანახმად, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული. მთავრობამ მას წყლის გადასახადი ძალიან გაუძვირა. აზარიანცი არ დაემორჩილა მთავრობის უსამართლო მოთხოვნას და წყალზე საერთოდ უარი თქვა.

იმ პერიოდში ღვინო ძალიან იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, სამშენებლო მასალებში წყლის მაგივრად ღვინო იქნა გამოყენებული. ამ საქციელით მან მთავრობასაც გასცა საკადრისი პასუხი და გლეხებიც ასარგებლა.

ხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული.