Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რუსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება ვლადიმერ პუტინს
2019-06-05 15:40:44

6-7 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა. სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს  სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში და სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შეხვდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სხვა შეხვედრები ქვეყნების ლიდერებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

ნიკოლ ფაშნიანი შეხვდება სანკტ-პეტერბურგის სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, გამართავს პრესკონფერენციას.