Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მიუხედავად პოლიტიკური კურიოზებისა მთავრობამ შესძლო 2018 წლის ბიუჯეტის გადაჭარბება: ნიკოლ ფაშინიანი
2019-06-05 15:00:34

სომხეთისთვის, 2018 იყო უპრეცედენტო პოლიტიკური წელი, მაგრამ ასეთ ვითარებაში მთავრობამ მოახერხა მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხების მოგვარება.

ამის შესახებ სრ  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას ეროვნულ ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე  და დაუმატა: „2018 წელს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, პრემიერ-მინისტრის ხუთი არჩევნები, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები, ერევნის მერის რიგგარეშე არჩევნები, ქვეყანაში მოხდა ხავერდოვანი რევოლუცია. ამ პირობებში, ჩვენმა  მთავრობამ, რომელიც ჩამოყალიბდა 2018 წლის მაისში, მოახერხა უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრა - ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. "

2018 წელს დარეგისტრირდა 5,2 % ეკონომიკური  ზრდა. „მაგრამ  მე მსურს ხაზი  გავუსვა, რომ 2018 წლის ბიჯეტისას, რომელიც მიღებული იქნა წინა მთავრობის დროს წინა ეროვნული კრების მიერ, წინასწარმეტყველებდნენ 4,5 % ზრდას“, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.