Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერ-მინისტრმა და სომხურმა საქველმოქმედო საერთო კავშირის თავმჯდომარემ განიხილეს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები
2019-06-06 10:22:32

სრ  პრემიერ-მინისტრმა  ნიკოლ  ფაშინიანმა მიიღო  სომხური  საქველმოქმედო  კავშირის  თავმჯდომარე  პერჭ სედრაკიანი, ორგანიზაციის  ოფისის  თავმჯდომარე  ვაზგენ იაკობიანი  და კავშირის აღმასრულებელი დირექტორი  დალარ  ყაზანჩიანი. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს  პრემიერ-მინისტრის აპარატი.

შეხვედრაზე გახილული იქნა სხვადასხვა სფეროებში, კერძოდ, განათლების, მეცნიერების, ტურიზმის, სოციალურ სფეროებში განსახორციელებული პროგრამები და სამომავლო ინციატივები.

პერჭ  სედრაკიანმა  ხაზ გაუსვა, რომ კავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები მიზნად ისახავენ სამშობლოსთან კავშირის განმტკიცებას და დიასპორის საკითხების გადაჭრას. მისი თქმით, მათი მიზანია სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის პროგრამები შეესაბამებოდნენ  მთავრობის პროგრამებს, რაც  ხელს შეუწყობს   მათ ეფექტურობას.

ნიკოლ ფაშინიანმა და პერჭ სედრაკიანმა აზრი გამოთქვეს  ეროვნული მიზნების ირგვლივ დიასპორის კონსოლიდაციის, ეროვნულობის შენარჩუნებისა  და სხვა საკითხების ირგვლივ.