Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს ეკოსისტემა საფრთხეშია - რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა
2019-06-06 12:03:42

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 5 ივნისს აღინიშნებოდა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაციასაქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრებისთავმჯდომარე ნინო ჩხობაძემSputnik-საქართველოსთანიმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას.

მსოფლიო პრობლემა

ექსტრემალური ტემპერატურა, კოკისპირული წვიმები, რომლებიც ადრე რეგიონისთვის არ იყო დამახასიათებელი, საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის, აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

თუ გასულ საუკუნეში პოლიტიკოსები არასერიოზულად უდგებოდნენ გარემოს დაცვის პრობლემას, XXI საუკუნეში ამ საკითხმა წინა პლანზე წამოიწია.

ეს ეხება ჩვენს რეგიონსაც, როგორც კავკასიის სუბრეგიონს. ჩვენც სახეობების განადგურებისა და რეგიონისთვის უცხო, ახალი ეკოსისტემების გაჩენის რისკის წინაშე ვდგავართ. ვგულისხმობ მშრალ რეგიონებს და გაუდაბნოების პრობლემას, რომელიც დღეს ძალიან სერიოზული და აქტუალურია“, - განაცხადა ჩხობაძემ.

გაუდაბნოების საფრთხე, რომელიც მწვავედ იგრძნობა საქართველოში, ორ ასპექტში განიხილება. პირველ შემთხვევაში, გაუდაბნოება მომდინარეობს თავად ადამიანების მხრიდან, რადგან ისინი ამა თუ იმ ტერიტორიას ტოვებენ ექსტრემალური ტემპერატურის გამო, წყლის რესურსების გაქრობისა თუ მიწების მოუსავლიანობის გამო. მეორე პრობლემა - ატმოსფეროს სისუფთავის შენარჩუნებაა, რაც გლობალური ურბანული ამოცანაა.

ეკოლოგი ხელისუფლებას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ადამიანებმა საკუთარ ქალაქებში სუნთქვა შეძლონ.

მთავარი მიზანი

საქართველო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მდებარეობს და, ბუნებრივია, ქვეყნისთვის უცხო არ არის არც კასპიის ზღვის, არც შავი ზღვის პრობლემები. ორივე ზღვაში საქართველო მდინარე მტკვრის წყალობით, რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება, მტკნარი წყლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წყაროა.

ჩვენი მთავარი მიზანია ეკოსისტემის შენარჩუნება და ისეთი პროცესების აღკვეთა, რომლებიც რეგიონში უკვე შეინიშნება. ესენია - სუკცესიები, ანუ ცვლილებები, ერთი ეკოსისტემიდან მეორეში გადასვლა, მაგალითად, გაუდაბნოება“, - აცხადებს ჩხობაძე.

ერთი ეკოსისტემიდან მეორეში გადასვლამ შესაძლოა ბიომრავალფეროვნების დაკარგვა გამოიწვიოს. ერთადერთი გამოსავალი, ეკოლოგის აზრით, ბიომრავალფეროვნების, ტყეების, ქალაქების ეკოსისტემების შენარჩუნებაა. მდინარეების გაქრობას ნებისმიერი გზით უნდა შევუშალოთ ხელი, ხაზს უსვამს იგი.

მთელ ევროპაში ახალგაზრდობა ხელისუფლებისგან ითხოვს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც არ იღებენ. ისინი ამბობენ: „თუ გინდათ, რომ ნორმალურ გარემოში ვიარსებოთ, დღეს უნდა მიიღოთ, მაგალითად, სათბური აირების შემცირების გადაწყვეტილება“. და ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევაა“, - ხაზი გაუსვა ჩხობაძემ.

მოგვარების გზები

საქართველოში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად მზადდება ახალი სატყეო კოდექსი, წყლის რესურსების პრობლემის მოსაგვარებლად კი არსებობს შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც ძალაში 2015 წელს შევიდა.

ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ, 2024 წლისთვის საქართველოს მთელი მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით მოვამარაგოთ. სახელმწიფო ვალდებულია ასევე გაიყვანოს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემები, რომლებიც ქვეყანაში მეტისმეტად ცოტაასულ რაღაც ოთხი მოქმედი სისტემაა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში 49 საკანალიზაციო სისტემა ფუნქციონირებდა და უკვე 30 წელია, რაც ისინი უმოქმედოა.

გარდა ამისა, ევროკავშირთან შეთანხმება გვავალდებულებს სპეციალური დირექტივის შემოღებას საცურაო წყლებთან დაკავშირებით. ის განსაზღვრავს, რომელ აუზებში იქნება შესაძლებელი ცურვა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას - ნარჩენები და მათი მართვაა. ამ საკითხით ახლა ქვეყნის ხელისუფლებაა დაკავებული. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში აიკრძალა თხელი პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება, 2019 წლის 1 აპრილიდან კი აკრძალვა ყველანაირ პოლიეთილენის პაკეტს შეეხო.

გარდა ამისა, თბილისის ქუჩებში განთავსდა საინფორმაციო ბანერები, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებთ მოუწოდებს, დაახარისხონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები. საინფორმაციო ბანერებზე მითითებულია მისამართები, სადაც განთავსებულია ასეთი ურნები დახარისხებული ნარჩენებისთვის.

ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა წყლის რესურსების საკითხი. წყლის დეფიციტი, რომელსაც დღეს აღმოსავლეთ საქართველოში განვიცდით, სერიოზულ სირთულეებს გვიქმნის. ის განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ზაფხულში, როდესაც სასმელი და სარწყავი წყალი არ გვყოფნის. კლიმატური ცვლილებების გამო ასეთივე ვითარება ყალიბდება დასავლეთ საქართველოში.

სათბურის ეფექტი ყველგან არსებობს, ვინაიდან დაბინძურება საკმაოდ სერიოზულია. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წამოადგენს. თუმცა ითვლება, რომ კავკასიის რეგიონი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ტერიტორია მკაფიო გეოგრაფიულ საზღვრებშია მოქცეული. რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთის ნაწილი და ირანის ნაწილი განსაზღვრავენ კავკასიის გეოგრაფიულ ცნებას. შესაბამისად, ეს რეგიონი, თავისთავად, შედარებით განკერძოებულია და კლიმატურ ფაქტორებს ორი დიდი აუზიშავი ზღვისა და კავკასიის ზღვის აუზები განაპირობებს.

ერთს ვიტყვი მხოლოდ - ჩვენ ამ პლანეტაზე ერთხელ ვცხოვრობთ და თუ ეს პლანეტა გაქრება, ჩვენც გავქრებით“, - აღნიშნა ჩხობაძემ და დასძინა, რომ რეალურ და ხელშესახებ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს მხოლოდ ბუნებასა და გარემოზე კომპლექსურმა ზრუნვამ.