Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო ეხმაურება სომხეთის ხმის მიცემას გაეროში. გიტა ელიბეკიანი. “რადიოლური“
2019-06-07 20:00:14

საქართველო მიესალმება სომხეთის ნაბიჯს. წელს სომხეთმა პირველად არ მიიღო მონაწილეობა 2008 წლიდან საქართველოს მიერ ინიცირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრაში და თბილისის დიდი ქება დაიმსახურა. საქართველოში აღნიშნავენ, რომ სომხეთის გზავნილმა მიზანს მიაღწია და მეზობელი ქვეყანა მას ღირსეულად  შეაფასებს.

საქართველო შეაფასებს სომხურ მხარ ნაბიჯს, "რადიოლურთან" ინტერვიუში განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქართველმა თავმჯდომარე გიგი წერეთელმა. სომხეთის ახალმა მიდგომამ შეიძლება გარდატეხა მოახდინოს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის მაღალ დონეზე იყო.

"რასაკვირველია, სომხეთის ეს ნაბიჯი უკეთესია, ვიდრე წინა, როდესაც რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას კენჭისყრისას. როგორც ვიცით, ეს ხანდახან მესამე ძალის გავლენით ხდებოდა, რომელიც გამოიყენებოდა არა მარტო სომხეთის დელეგაციის წევრებზე.  ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯ დაინახავს და დააფასებს ქართულ საზოგადოება. "

ქართველი მაღალჩინოსნები არ ჩქარობენ პროგნოზირებას, თუ როგორ შეაფასებს საქართველო მეზობსომხეთის ნაბიჯს. ხოლო საზოგადოება სხვადასხვა აზრს გამოთქვამს  სომხეთის გადაწყვეტილებთაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღების გამო. თუმცა  სოციალურ ქსელებში  ძირითადად მოსაზრებები დადებითია. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ პასუხად, ახლა საქართველოს რიგია საერთაშორისო პლატფორმებზე მხარდაიროომხეთს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველო ყოველთვის დღის წესრიგში აყენებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ საკითხს.  რეზოლუცია, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის მიიღება ხმათა უმრავლესობით, აღიარებს საქართველოს შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს, დაბრუნდენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს,  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.

საერთაშორისო პლატფორმებზე ერთმანეთს რომ მხარს არ უჭერენ, ეს საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის წყაროა. ამის შესახებ  ლაპარაკი იყო ასევე სომხეთში, წელს მარტში,  როდესაც ერევანს ეწვია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მჟამად  პრეზიდენტმა თავის Facebook- ის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს: მისასალმებელია.

 ქართველმა დეპუტატმა რომან გოცერიძემ "რადიოლურთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთის პოზიცია ნათელი იყო, ყარაბაღის საკითხის გათვალისწინებით, მაგრამ დღეს კიდევ ერთი გარემოება რსებობს.

"დღეს სომხეთს ახალი ლიდერი ჰყავს. ფაშინიანი გონივრულ პოლიტიკს ახორციელებს, თუმცა იგი დამოკიდებულია რუსეთის იარაღსა და ეკონომიკაზე. ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს და სომხეთი საქართველოზე დამოკიდებულებს რაიმე პრობლემწინაშე არ აღმოჩნდება".

ქართველი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ორმა ქვეყანა საბოლოო ჯამში მსგავს საკითხებში უნდა იმოქმედონ "ჯენტელმენური" შეთანხმებით.