Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისი ევროპის ულამაზესი ქალაქების ნუსხაში მოხვდა
2019-06-10 01:09:44

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  პოპულარულმა ამერიკულმა სათავგადასავლო გამოცემა Thrillist-მა თბილისი შეიტანა ევროპის ყველაზე ლამაზი 18 ქალაქის ნუსხაში, რომელიც ახლავე უნდა ნახოთ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ კავკასიის გულში მოხვედრა გაცილებით მარტივი გახდა.

თბილისში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და კულინარიული გამოცდილება მიიღოთ... რატომ უნდა გაემგზავროთ თბილისში? იმიტომ, რომ ნახავთ სახლებს ფერადი აივნებით, ბუნებრივ გოგირდის აბანოებს, XIII საუკუნის ციხე-სიმაგრეზე საბაგიროთი ახვალთ და ესტუმრებით ღამის კლუბებს - მათი ბერლინსაც შეშურდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

გაზაფხულიდან თბილისში დაფრინავს Air France, რომელსაც დაემატება დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური კომპანია Ryanair, რომელიც საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო გაამარტივებს, ხაზგასმულია სტატიაში.

Thrillist-ის ჟურნალისტები საქართველოში ასევე დაბალ ფასებზე წერენ.

მოკრძალებულ მოგზაურებსაც შეუძლიათ ბაგრატიონის დინასტიის წარმომადგენლების მსგავსად სეირნობა თბილისში“, - წერს Thrillist.

თბილისის გვერდით ნუსხაში მოხვდნენ პორტუგალიის, გერმანიის, ხორვატიის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, პოლონეთის, საბერძნეთის, შოტლანდიის, სლოვენიის, ესპანეთის, უნგრეთის, იტალიის, საფრანგეთის, ალბანეთის ქალაქები.

Thrillist – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სათავგადასავლო გამოცემაა, რომელსაც თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს.