Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდს ხსნის
2019-06-11 01:28:04

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2019 წლის 31 მაისისთვის 3,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

მაისში რეზერვი 95,5 მლნ დოლარით ანუ 2,6%-ით გაიზარდა, წლის დასაწყისიდან კი რეზერვების მატებამ 428,2 მლნ დოლარი ანუ 13% შეადგინა.

მაისში ეროვნულ ბანკს საქართველოს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია. ამავე დროს ივნისში ორ სავალუტო აუქციონზე მარეგულირებელმა 30 მილიონი დოლარი შეიძინა. მაისის დასაწყისიდან ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,8%-ით შემცირდა და 30 მაისს ეროვნული ვალუტის კურსის ისტორიული მინიმუმი - 2,8023 GEL/$1 - დაფიქსირდა. 31 მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და ერთ კვირაში 2,2%-ით გაიზარდა.

სულ წლის დასაწყისიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთო ჯამში 216 მლნ აშშ დოლარი შეიძინა; აქედან 165 მლნ - სავალუტო აუქციონზე, დანარჩენი კი - სავალუტო ოფციონის ინსტრუმენტების დახმარებით. 2018 წელს სავალუტო აუქციონზე შენაძენმა 197,5 მლნ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რეგულატორის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

სად არის განთავსებული საერთაშორისო რეზერვები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკების ანგარიშებზე ან მაღალი ლიკვიდურობის ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული.

კერძოდ, 3 მილიარდი დოლარია დაბანდებულია ფასიან ქაღალდებში, 353,2 მილიონი დოლარი სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზეა განთავსებული, 172,3 მილიონი დოლარი - უმსხვილესო უცხოური ბანკების ანგარიშებზე.

საქართველოს სარეზერვო პოზიცია სსფ-ში 30 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო 198,4 მილიონი დოლარი სსფ-ის სპეციალურ საშუალებებშია დაბანდებული.

როგორ ივსება ეროვნული ბანკის რეზერვები

რეზერვების შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სავალუტო აუქციონები. ამის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან 165 მლნ დოლარი შეისყიდა.

თებერვლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესავსებად სავალუტო აუქციონებთან ერთად იყენებს ახალ ინსტრუმენტსსავალუტო ოფციონებს.

კერძოდ, რეგულატორს შეუძლია ყოველთვიურად გაყიდოს ოფციონი, რომელიც 50 მილიონი ლარის შეძენის უფლებას იძლევა. ოფციონი აძლევს მფლობელს მთელი მომდევნო თვის განმავლობაში ლარების (დოლარებში ან ევროებში) შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მაღალი იყო.

ეს შეზღუდვა იძლევა გარანტიას, რომ საერთაშორისო რეზერვები ივსება ავტომატურად მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარის გაცვლით კურს გამყარების ტენდენცია ახასიათებს.

სავალუტო რეზერვები ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია

ეროვნული ბანკი 2018 წელს საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას განაგრძობდა“, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.

ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე ასევე წარმოადგენს შოკური სიტუაციებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში და წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან შემადგენელს.

სავალუტო რეზერვების ზრდის მიუხედავად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სსფ-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრული მათი ადეკვატური დონე 100%-იან მაჩვენებელს ჯერჯერობით ჩამორჩება.

რეზერვების ადეკვატური დონე როგორც მინიმუმ უნდა გაუტოლდეს ქვეყნის მიერ ბოლო სამ თვეში განხორციელებული იმპორტის მოცულობას და ამას ემატება სამ თვეში საგარეო ვალის მომსახურების თანხა.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენციები ხორციელდებოდა მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით და მათ მიზანს საერთაშორისო რეზერვების შევსება წარმოადგენდა.