Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ინვესტიციები საქართველოში შემცირდა - ხელისუფლება სიმშვიდეს ინარჩუნებს
2019-06-11 17:20:46

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდის წინასწარ მონაცემებთან შედარებით, 6,3%-ით შემცირდა და 281,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.

შემცირების ერთ-ერთ მიზეზადსაქსტატში" ასახელებენ მაგისტრალური გაზსადენის პროექტის მშენებლობის ფაზის დასრულებას, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას.

ლიდერი ქვეყნები

ინვესტიციების საქართველოში ჩადების მხრივ ლიდერი ქვეყნები 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით არიან ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი შეადგენს 197,9 მილიონ დოლარს - ინვესტიციების მთელი მოცულობის 70,4%-. ამასთან, გასული წლის პირველ კვარტალში ირლანდიას ინვესტიციები საქართველოში არ ჩაუდია.

ინვესტიციების მოცულობა საქართველოში ქვეყნების მიხედვით

ინვესტიციები ასევე შემოვიდა იაპონიიდან - 18,2 მილიონი დოლარი, პანამიდან - 16,7 მლნ დოლარი, აზერბაიჯანიდან - 15,4 მლნ დოლარი, რუსეთიდან - 14,4 მლნ დოლარი, დანიიდან - 11 მლნ დოლარი და სხვა.

რას სფეროებში დებენ ინვესტიციებს

ყველაზე პოპულარული დარგები ინვესტირებისთვის არის სხვა კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურება, ფინანსური სექტორი და ტრანსპორტი. ამ სამ დარგში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 211,1 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა - მთელი ინვესტიციების დაახლოებით 75,1%.

ინვესტიციების მოცულობა დარგების მიხედვით

ინვესტიციებს დებენ ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში - 25,4 მლნ დოლარი, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 21 მლნ დოლარი, კავშირგაბმულობაში - 10,2 მლნ დოლარი, სამთომოპოვებით მრეწველობაში - 8,4 მლნ დოლარი, მშენებლობაში - 8,3 მლნ დოლარი, სოფლის მეურნეობაში - 3,4 მლნ დოლარი და სხვა.

ინვესტიციების მოცულობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 34,9%-ით შემცირდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება რამე ფუნდამენტურ რისკებს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქმე გვაქვს მაგისტრალური გაზსადენის გაფართოების პროექტის დასრულებასთან. პროექტი დასრულების სტადიაზე გადავიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტიციები სატრანსპორტო სფეროში შემცირდა.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდით გამოწვეული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და გარე ფაქტორების მხრიდან მოწყვლადობის შემცირებას.