Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საპენსიო სისტემა საქართველოში ყოველმა მეათე დასაქმებულმა დატოვა
2019-06-11 16:34:27

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულების რაოდენობა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 10%- შეადგენს, თუმცა გასვლის მსურველთა რაოდენობა შემცირდა, განაცხადა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ.

1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სისტემის დატოვება შეეძლოთ ადამიანებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე უკვე შეუსრულდათ 40 ან მეტი წელი. ფონდიდან გასვლის უფლება სულ 294,9 ათას ადამიანს ჰქონდა. მსურველებს შესაბამისი განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეეძლოთ.

საჯარო სექტორებიდან გასვლის ინტენსივობა შემცირდა და, პრაქტიკულად, ნულზე დავიდა. გასულები უფრო კერძო სექტორიდან არიან", – განაცხადა სურგულაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ბოლო დროს სისტემას კერძო სექტორში დასაქმებულებიც იშვიათად ტოვებენ.

სააგენტოს, რომელიც ამ რეფორმის იმპლემენტაციას უზრუნველყოფს, ყველა სისტემა და სტრუქტურა გამართულად მუშაობს. ჩვენ 805 ათასი ადამიანი გვყავს გაწევრიანებული და ვფიქრობ, ეს, პრაქტიკულად, თითქმის 100 პროცენტია საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების, თვითდასაქმებულებს არ ვგულისხმობ. შესაბამისად, ეს ძალიან კარგი შედეგია, გაცილებით უფრო კარგი, ვიდრე ველოდით", – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, ამჟამად საპენსიო ანგარიშებზე დაახლოებით 240 მილიონი ლარია მობილიზებული.

როგორც უფრო ადრე საპენსიო ფონდის დირექტორმა განაცხადა, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს. მეორე კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%- მოქალაქე თავად იხდის, 2%-მისი დამქირავებელი და 2%-სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%- გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.