Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
EURO 2020. საკვალიფიკაციო: სომხეთის ისტორიული გამარჯვება და 8:0 გერმანიის შესრულებით
2019-06-12 17:00:39

გერმანიამ საკუთარ მოედანზე ესტონეთი 8:0 გააბითურა, სტარტზე სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე კი 12 ქულით ჩრდილოეთი ირლანდიაა, რომელმაც გასვლაზე ბელორუსს ძლივს სძლია 1:0. გერმანიის ნაკრებში რეკორდი მეკარე ნოიერმა დაამყარა - 37 მატჩში არ გაუშვა გოლი.

E ჯგუფში სლოვაკეთმა ბაქოში აზერბაიჯანი 5:1 გაანადგურა. ჰამშიკმა ნაკრებში 24-ე გოლი გაიტანა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის 12 წელი "ნაპოლიში" ასპარეზობდა და ზამთარში გადავიდა ჩინეთის "დალიან იფანში". სლოვაკებმა 

3 მატჩში 6 ქულა დააგროვეს, 4 შეხვედრაში 9 მოპოვებული ქულით კი ლიდერი უნგრეთია, რომელმაც უელსს 1:0 მოუგო.

H ჯგუფში საფრანგეთმა ანდორა 4:0 გაანადგურა, ხოლო ისლანდიამ თურქეთი 2:1 დაამარცხა. აქ 9-9 ქულა ერთბაშად სამ ნაკრებს აქვს: საფრანგეთს, თურქეთს და ისლანდიას. საფრანგეთის ნაკრების 20 წლის ფორვარდმა მბაპემ კარიერაში მეასე გოლი გაიტანა.

I ჯგუფში ბელგიამ 3:0 მოუგო შოტლანდიას და 12 ქულით პირველ ადგილზეა. თავდამსხმელმა ლუკაკუმ დუბლი შეასრულა. მან ეროვნულ გუნდში ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ესაინტერესო ამბები დატრიალდა J ჯგუფში, სადაც იტალიამ ბოსნიას თამაში შემოუტრიალა (2:1) და მიჯრით მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, სომხეთმა კი ისტორიული გამარჯვება იზეიმა საბერძნეთთან (3:2), თანაც სტუმრად.