Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“სააკაშვილის ასეული“ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის საარჩევნო მარათონში ჩაერთო და სია წარადგინა
2019-06-14 15:55:23

newposts.ge     მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების მარათონში ერთვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს კიევში პრესკონფერენცია გამართა და პარტია ახალი ძალების მოძრაობის საარჩევნო სია წარადგინა.
საპარლამენტო სიაში არიან თავად მიხეილ სააკაშვილი და დავით სიყვარულიძე. ასევე უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეს დონი, უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კონსტანტინ ბუშუევი, ხარკოვის საკრებულოს დეპუტატი დიმიტრი ბულახი, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ანა სალამარინა, კიევის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ელენა ტერეშენო, აქტივისტი ოლეგ მიხილიკი, უკრაინელი მოჭადრაკე ნატალია ზუხოვა და სხვები. სააკაშვილმა სიას “სააკაშვილის ასეული” უწოდა.

"ჩვვენ გვინდოდა პრეზიდენტ ზელენსკის დახმარებოდით, ამისთვის საჭიროა გამოცდილება, მათ შორის ბრძოლისაც. ერთად შევკრიბეთ ხალხი, რომლებსაც აქვთ უნიკალური გამოცდილება იბრძოლონ უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ კეთილი ზრახვები გვაქვს და ჩემს მოვალეობად ვთვლი გზა გავუხსნათ ამ ადამიანებს. პარლამენტში მივდივართ არა იმიტომ რომ კოალიციები შევქმნათ ან თანამდებობების დაკავებაში მონაწილეობა მივიღოთ. პარლამენტში მივდივართ რომ ვიბრძოლოთ და უკრაინა ფეხზე დავაყენოთ,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.