192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-20 11:00:05
კულტურა
სომხეთში საქართველოს საელჩოში ნინო სპანდერაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
17 მაისს სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის ინიციატივით საელჩოში გაიმართა ნინო სპანდერაშვილის წიგნის „ხელისგულიდან ხელისგულამდე“ პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ მინისტრის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების ეროვნულ-კულტურული ორგანიზაციების მაკოორდინირებელი საბჭოს კოორდინატორი ნარინე გულიანი, სომხეთის მწერალთა კავშირისა და სათვისტომო ივერიას წევრები, სრ განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ნვერ ვირაბიანი, თბილისელ სომეხთა კავშირის „თბილისელების კლუბის“ თავმჯდომარე ედუარდ ედიკისელოვი, საელჩოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.