192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ეს იყო მხოლოდ წინადადება, შეიძლება იყოს სხვა წინადადებები. სომხეთის პრეზიდენტი ამერიკული იარაღის შეძენის შესახებ ბოლტონის შეთავაზების შესახებ
2018-12-24 15:37:44

სომხეთის პრეზიდენტიმა არმენ სარგსიანმა ინტერვიუ მისცა ინდური საინფორმაციო არხის WION–ის გადაცემას  გლობალური ლიდერობის სერიას, რომელიც მასპინძლობს მსოფლიო ლიდერებს. ინტერვიუში არმენ სარგსიანი შეეხო როგორც სომხეთის ხავერდოვან რევოლუციას, ასევე განვითარებად ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სადაც სომხეთი დაახასიათა, როგორც ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

"რუსეთი სომხეთის ბუნებრივი მოკავშირეა, რომელთანაც თანამშრომლობა ათი ან თუნდაც ასი წლის წინ არ დაწყებულა. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში კარგი მოკავშირეები ვართ. ჩვენი ურთიერთობა ყოფილა და იქნება სტაბილური მომავალშიც",-განაცხადა პრეზიდენტმა, ჟურნალისტის კითხვაზე, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ. რაც შეეხება  ამერიკული იარაღის შეძენის შესახებ შეთავაზებას, რომელიც გაკეთდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონის სომხეთში ვიზიტის დროს, ისევე როგორც რუსეთთან თანამშრომლობის დაბალანსების შესახებ კითხვაზე პრეზიდენტმა აღნიშნა: "ეს იყო მხოლოდ წინადადება, შეიძლება იყოს სხვა წინადადებები, და ისინი წინასწარ უნდა იყვნენ კოორდინირებული. მე ვფიქრობ, რომ სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიძლება გახდეს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ეს არის სწორედ ხიდი იმიტომ, რომ ჩვენ ვართ  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანა და კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ბელორუსთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან".

ისაუბრა რა რუსეთის მხრიდან როგორც სომხეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერ საკითხში შეიძლება გამოსავლის პოვნა  დიალოგის გზით. "ეს საკითხი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს ეხება, მე მჯერა, რომ ყოველთვის არის გამოსავალი, და რომ გამოსავალი არის დიალოგი", -დასძინა პრეზიდენტმა.