192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის უსაფრთხოების მხარდასაჭერად ახალი რუსული პროექტი დაიწყო
2018-12-25 12:49:58

საქართველოსთან საზღვარზე კიდევ ერთი თანამედროვე ლაბორატორია ამოქმედდა. ახალი სანიტარული ლაბორატორია ხელს შეუწყობს სომხეთს უფრო სწრაფად შეამოწმოს პროდუქციის ხარისხი საზღვარზე. ამის შესახე ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის მთავრობის სურსათის უვნებლობის ინსპექციის უფროსმა გეორგი ავეტისიანმა, საქართველოს საზღვართან ახალი ფიტოსანიტარიული ლაბორატორიის გახსნისას.
ლაბორატორია იმოქმედებს საზღვრის სარკინიგზო სადგურაირუმის მახლობლად. აქ ისინი შეამოწმებენ მცენარეული წარმოშობის იმ პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება შემოტანილი ან გატანილი იქნეს მატარებლით ან სატვირთო მანქანებით. ასევე შესაძლებელი იქნება ადგილზევე მოხდეს დეზინფექცია. ლაბორატორია აშენდა რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით. მასზე დაიხარჯა 194 მილიონი რუბლი.
ახალი ლაბორატორიის მუშაობა სინქრონიზებული იქნება მატარებლის გრაფიკთან, რათა მოძრავი შემადგენლობები რაც შეიძლება ნაკლებად გაჩერდნენ საზღვარზე.