192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფართოვდება სომხეთ-იაპონიის თანამშრომლობა სეისმიკური დაცვის სფეროში
2018-12-25 15:40:10

დღეიდან  საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არაკომერციული ორგანიზაცია  „სეისმიკური დაცვის რეგიონალური სამსახური“ (სდრს) ითანამშრომლებს იაპონურ კომპანია Challenge-თან.  როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის  საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან,  ეს უკანასკნელი კერძო ტიპის კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია  მიწისძვრის ადრეულ   ეტაპზე სიგნალიზაციის შექმნისა და დანერგვის სფეროში.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს იაპონიის ორგანიზაციის მიერ გადმოცემული მოწყობილობის  ტესტირება და  დადებითი შედეგების შემთხვევაში მათი განთავსება და გამოყენება.

ადრეულ ეტაპზე სიგნალიზაციის  იაპონური EQGuard III  აპარატის მუშაობა ეფუძნება სეისმური გრძივი P- ტალღის გამოვლენასა და სიგნალიზაციის სისტემის ჩართვის პრინციპს.  აპარატს შეუძლია განასხვავოს სეისმიკური   ტალღები გარემოს ხმაურისაგან, აქვს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, ისევე როგორც აკუსტიკური სიგნალიზაცია. იგი ავტომატურად იუწყება საგანგებო მდგომარეობის შესახებ  მიწის ძირითად  ძვრამდე, მას შეუძლია  გამორთოს გაზის მიწოდება და ელექტროენერგია მოცემულ შენობაში ან მთელს  ტერიტორიაზე.

კომპანია Challenge-მა  ტესტირებისათვის  სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს გადასცა შვიდი  EQGuard III აპარატი.