192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
წელს სომხეთში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი გაიზარდა 8,8 პროცენტით
2018-12-26 12:11:01

2018 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთის რესპუბლიკის გადამკვეთი პუნქტებით  ჩამოსულ  ტურისტთა  რაოდენობა 8.8% -ით გაიზარდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ანაცხადა ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ  ჰრიფსიმე გრიგორიანმა.
"თუ 2017 წელს სომხეთ ეწვია 1 მილიონ 172 ათას 402 ვიზიტორი, 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა 1 მილიონ 275 ათასი 209.  525 ათასი 423 ტურისტი ეწვია სომხეთს რუსეთის ფედერაციიდან ", - განაცხადა მან.

ჰრიფსიმე  გრიგორიანის განცხადებით, მეორე ადგილზე საქართველო დგას, საიდანაც სომეხთში 233,125 ვიზიტორი ჩამოვიდა. მესამე ადგილზეა ირანი 132 ათას 839 ვიზიტორით, მეოთხეზე -აშშ   46 ათას 138 ვიზიტორით, ხოლო მეხუთეზე - უკრაინა 24 ათასი 308 ვიზიტორით.
"2018 წლის იანვარ-სექტემბერში მკვეთრად გაიზარდა  ვიზიტორების რიცხვი ინდოეთიდან,  ჩინეთიდან და ყაზახეთიდან, შესაბამისად მათმა რიცხვმა შეადგინა 131, 107 და 83 პროცენტი", - დასძინა მან.