192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-05-22 16:00:06
საზოგადოება
არმენ სარგსიანი ყაზახეთის პრეზიდენტის მოწვევით ევრაზიის მედია ფორუმს დაესწრება
ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწვევით, სომხეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ალმათიში ევრაზიის მედია ფორუმის გახსნაზე, რომლის სახელწოდებაა "დეგლობალიზაცია, ახალი მსოფლიო ლანდშაფტი". სრ პრეზიდენტის აპარატის უწყებით, არმენ სარგსიანი იყო ევრაზიის მედია ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ევრაზიის მედია ფორუმი ყაზახეთში 15 წელზე მეტია რაც ტარდება. ეს გახლავთ პრესტიჟული პლატფორმა დიალოგისთვის ევრაზიულ რეგიონში. ყოველწლიურად, ფორუმი აერთიანებს მსოფლიოს 60 ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს, მათ შორის, პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, ნობელის ლაურეატებს, ბიზნესმენებსა და ექსპერტებს.