192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
რეზიუმე. არცახის ოფიციალური პირების ვიზიტები საზღვარგარეთ და საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩატარებული ღონისძიებები 2018 წელს.
2018-12-28 14:50:53

2018 წელს შედგა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტ ბაკო საჰაკიანის 5 სამუშაო ვიზიტი  საზღვარგარეთის ქვეყნებში (2-ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, საფრანგეთსა და ლიბანში). აშშ-ში მნიშვნელოვანი იყო არცახის პრეზიდენტის შეხვედრა კონგრესმენებთან, უკანასკნელებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და არცახის ინტერესების წარმოდგენის კუთხით. არცახში ახალი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ლიბანში ბაკო საჰაკიანის შეხვედრები საქმიან წრეებთან. უკვე ნოემბერში შედგა არცახის პრეზიდენტის სამუშაო ტურნე მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სამ ქვეყანაში, რომლის დროსაც ბაკო საჰაკიანს შესაძლებლობა მიეცა   შეხვედროდა სხვადასხვა წრეების (ოფიციალური პირები, ბიზნესმენები, დიასპორა) წარმომადგენლებთან, რათა კიდევ ერთხელ დაეზუსტებინა არსებული თანამშრომლობის გაფართოების პრიორიტეტები, აგრეთვე განეხილა თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. სხვადასხვა საკითხებზე არცახის შეხედულებების "პირველი ხელიდან" გარე სამყაროსთვის მიწოდების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო აგრეთე არცახის საგარეო საქმეთა მინისტრ მასის მაილიანის ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში და შეხვედრები დიპლომატებთან, სახელმწიფო დუმას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან, ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან, აგრეთვე მოსკოვის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

საზღვარგარეთ არცახისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო უკვე ტრადიციად ქცეული არცახის დღეები საფრანგეთში, ყარაბაღის მოძრაობის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, მოსკოვში, აშშ-ში, ლიბანსა და სხვა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო დიალოგი ეუთო-ში, გაერო-ში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტები (სუმგაითის დარბევების 30 წლისთავთან დაკავშირებით), ისევე როგორც არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს მემორანდუმის გაფორმება.