192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართული სათვისტომო "ივერია" სომხეთში
2019-01-04 10:17:59

სომხეთში ქართული სათვისტომო "ივერია" დაარსდა 1997 წელს ქ. ერევანში. მისი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი იყო ფიზიკოსი, სრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლენინის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, ქ. თბილისის საპატიო მოქალქე თინათინ ასათიანი.

სათვისტომომ გააერთიანა სომხეთში გაფანტული ქართველები, ასევე ქართული ფესვების მქონე ან  საქართველოში დაბადებული სომხები.

სათვისტომოს ძირითად მიზანს წარმოადგენს ეროვნული  ენისა და კულტურის შენარჩუნება, აგრეთვე სომხეთსა და საქართველოს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გამყარება.

თინა ასათიანის ხელმძღვანელობით სათვისტომო ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

2005 წლიდან სათვისტომოს პრეზიდენტია სვეტლანა ნამჩევაძე. ამჟამად სათვისტომოს ვიცე პრეზიდენტები არიან: ეთერი ცომაია და ნინო სპანდერაშვილი.

სომხეთის მთავრობა ყოველწლიურად აფინანსებს ეროვნულ უმცირესობებს.

2006 წელს სომხეთის მთავრობამ უზრუნველყო ეროვნული უმცირესობები კულტურის ცენტრით (მისამართი: ქ.ერევანი, სარიანის ქ. 22) რომელიც მოიცავს საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზებს.

1998 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1998-2004), ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ინიციატივით საელჩოსთან დაარსდა საკვირაო სკოლა. სკოლის პირველი მასწავლებელი იყო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს, სომხეთის და საქართველოში სომეხ მწერალთა კავშირების წევრი, 32 წიგნის ქართულ-სომხურ ენებზე მთარგმნელი, მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი   მაყვალა გეურკოვა-სააკიანი.

 საკვირაო სკოლაში მსურველები უფასოდ სწავლობენ ქართულ ენას, სიმღერებსა და ცეკვა.

ამჟამად საკვირაო სკოლის მასწავლებლები არიან:  ლიანა სამადალაშვილ (საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი), ნინო სპანდერაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა), გაიანე მელიქ-სტეფანიანი (მუსიკა).

 2004 წლის სექტემბრიდან გამოდის სათვისტომოს გაზეთი „ივერია“, რომელიც მაყვალა გეურკოვა-სააკიანისა და ნაირა ჭოველიძეს თაოსნობით შეიქმნა. 4 წლის განმავლობაში გაზეთი სათვისტომოს ხარჯებით გამოდიოდა. 2008 წელს  სომხეთის მთავრობამ დახმარების ხელი გამოუწოდა გაზეთს და დღემდე აგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას. გაზეთი „ივერია“ ორენოვანია, გამოდის ქართულ და რუსულ ენებზე, მოიცავს 8 გვერდს.

გაზეთი აშუქებს საქართველოს ახალ ამბებს, კულტურულ და სპორტულ მიღწევებს, სათვისტომოს მიმდინარე საქმიანობას, ისტორიას, სახელმწიფო და რელიგიურ დღესასწაულებს.  

დაარსების დღიდან, "ივერია" საკუთარი ძალებით ატარებს საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო და რელიგიურ დღესასწაულებისადმი მიძღვნილ კონცერტებს, მასპინძლობს სომხეთში საქართველოდან ჩამოსულ მუსიკოსებს. სათვისტომოს წევრები და საკვირაო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სრ კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  გამოფენებზე, სხვა სათვისტომოებთან ერთად ორგანიზებულ ერთობლივ ღონისძიებებში, ასევე სხვადსხვა დღესასწაულებსა და ფესტივალებში, როგორც სომხეთში ასევე საქართველოში.   

სათვისტომოს მიერ წევრებისათვის იმართება ექსკურსიები სომხეთსა და საქართველოს ტერიტორიებზე.

ქართული სათვისტომოს ეგიდით გამოიცა წიგნებ.

საქართველოს მთავრობა და სომხეთში საქართველოს საელჩო ყურადღებას  ქცევენ საკვირაო სკოლის მუშაობას, უზრუნველყოფენ მეთოდოლოგიურ ლიტერატურით, მათი თანადგომით სათვისტომოს ახალგაზრდები ისვენებდნენ საქართველოს საზაფხულო ბანაკებში: ბაზალეთ, შაორ, ანაკლიაში.

წლები მანძილზე სათვისტომოში მოქმედებდა ახალგაზრდული ფრთა "იმედი" ანა ბარსღიანისა და ხაჩატურ ორჩიანის ხელმძღვანელობით.

"ივერიის" წევრებთავისი წვლილი შეაქვთ სომხეთის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მეცნიერების განვითარებაში.