192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხებს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა.
2019-01-08 10:54:00

კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებ მიულოცა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, აუწყებს სპუტნიკი-საქართველო.
საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ ხალხს კეთილდღეობა და სიხარული უსურვა და აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა სწორედ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას ეფუძნება, რაც ნამდვილად სამაგალითოა.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც, უძველესი ტრადიციით, ქრისტეშობასა და ნათლისღებას ღვთისგამოცხადების საერთო სახელწოდებით ერთად აღნიშნავს.