192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა სომხეთის თავდაცვის მინისტრი მიიწვია ფორუმ-გამოფენაზე სამხედრო -სამრეწველო საწარმოების პროდუქციის წარსადგენად
2019-01-10 12:52:14

9 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავთ ტონოიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში არაბთა  გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოკტორი ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმი.
როგორც იუწყებიან  სრ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის სამმართველოდან, შეხვედრისას  განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასთან  დაკავშირებული საკითხები.

ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმმა  დავით  ტონოიანს გადასცა   არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტის, დუბაის გამგებელის, თავდაცვის მინისტრის შეიხ მუჰამმად ბინ რაშიდ ალ მათქუმის მოსაწვევი საერთაშორისო  ფორუმ-გამოფენა  „აიდექს-2019“-ში მონაწილეობის მიღებასტან დაკავშირებით.

დავით  ტონოიანმა მიიღო მიწვევა და აღნიშნა, რომ გარდა სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცის მონაწილეობისა გამოფენაზე თავიანთ ნაწარმს  წარმოადგენენ სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები, ხოლო სრ თს საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ცერემონიაში.

 

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.