192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორი შვედი ბანკირი გახდა
2019-01-15 11:28:03

EBRD-ის ოფისის ახალი ხელმძღვანელი თბილისში ათი წლის განმავლობაში მუშაობდა
სპუტნიკი საქართველო გვაცნობებს, რომ 1 აპრილიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის პოსტს კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაიკავებს, ნათქვამია ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი რეგიონული დირექტორი თბილისიდან იმუშავებს. ამ პოსტზე ის შეცვლის ბრუნო ბალავერს, რომელიც ცენტრალურ აზიაში მმართველი დირექტორი გახდა.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კავკასიაში დაბრუნება რეგიონული დირექტორის რანგში და ამ დიდი მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისათვის. ამისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია და EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციებისა და რეფორმების გზით“, - განაცხადა ჰანსენმა.
ჰანსენმა EBRD-ში მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2016 წლამდე პასუხისმგებელი იყო ბანკის მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ აქტივობებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსსა და მოლდოვაში. ამ პერიოდის განმავლობაში მან ასზე მეტ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

2019-02-12 13:23:15
მიქაელ ავაგიანი ქართულ-აფხაზურ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანის კიდევ ერთი ტყუილი.
2019-02-11 11:44:02
არსებობს სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ხარისხობრივ დონეზე აყვანის ფართო შესაძლებლობები. არარატ მირზოიანი.
2019-02-13 10:34:40
იმან რომ სომხეთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფოა და აქ ხავერდის რევოლუცია მოხდა, უნდა ჩამოაყალიბოს ახალი ტურისტული ბრენდი: სრ პრემიერ-მინისტრი
2019-02-12 13:58:13
სომხეთი და კვიპროსი ითანამშრომლებენ თავდაცვის თითქმის 15 სფეროში
2019-02-12 14:34:56
ახალი სომხეთის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ადამიანის აზრი, ინტელექტი და ინიციატივა. ნიკოლ ფაშინიანი.